თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ GIZ-ის მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) - ფარგლებში, მომზადდა სახელმძღვანელო: მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პრაქტიკული სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, მათ მიღწევაში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობა, SDG-ების ლოკალიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, ძირითადი ეტაპები და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად გასათვალისწინებელი გარემოებები. შედეგად, სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგს თავებს/საკითხებს:
- რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?
- საქართველო და მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია
- რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პროცესი?
- რა დამატებით სარგებელს მოუტანს მუნიციპალიტეტებს დღის წესრიგი 2030-ში აქტიური მონაწილეობა?
- მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების ეტაპები
- I ეტაპი: ცნობიერების ამაღლების კამპანია
- II ეტაპი: ადგილობრივ დღის წესრიგსა და სტრატეგიულ დოკუმენტებში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება
- III ეტაპი: მიზნების განხორციელება
- IV ეტაპი: მონიტორინგი და შეფასება
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)