თბილისი. 15 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქ-ნი კელი დეგნანი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა.
შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ქ-ნ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)