en
ge

„ბავშვის უფლებების სწავლება ალტერნატიული მეთოდებით“

იმერეთი. 22-23 მაისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა აფხაზეთის მე-5 და მე-6 საჯარო სკოლის 9-10-11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს თანატოლთა განათლების ტრენინგი თემაზე: „ბავშვის უფლებების სწავლება ალტერნატიული მეთოდებით". ღონისძიებას 52 მოსწავლე ესწრებოდა. ტრენინგი მთლიანად დაეთმო ბავშვის უფლებებებთან დაკავშირებულ საკითხებს. განხილული იქნა ბავშვის უფლებების კონვენცია, საერთაშორისო გამოცდილება, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები, სახელმწიფოს ვალდებულებები, სამარლებრივი მექნიზმები. ტრენინგების მსვლელობისას გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის სავარჯიშოები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ დისკუსია ბავშვის უფლებების დაცვის, პროპაგანდისა და მონიტორინგის საკითხებზე და ეხილათ ბავშვთა უფლებების შესახებ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. 
თანატოლგანმანათლებლებმა გამართეს პრეზენტაცია „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI) პროექტის ახალგაზრდული კომპონენტის შესახებ, რომლის საშუალებით ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გაწევრიანდეს ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში და ჩაერთოს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)