იმერეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია, შპს „ბორანი” იგებს, რომლის ძირითადი საქმიანობა გზის საფარის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შეკეთებაა. კომპანიამ 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)