თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 21 ივლისს ევროპარლამენტარების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა, თუმცა მთავრობის წარმომადგენლები მათთან ერთად არ იმყოფებოდნენ. ერთი თვით ადრე კი, 24 ივნისს, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან არასოდეს ყოფილა.
ორგანიზაციის აზრით, მთავრობის ლიდერები საოკუპაციო ხაზთან მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ, მაშინ, როცა:
„...კონფლიქტის შედეგად გამყოფ ხაზებთან მცხოვრებმა მოსახლეობამ კონფლიქტის ორივე რეგიონში დაკარგა საძოვრების 66%, ხე-ტყის რესურსის 57%, სახნავ-სათესი მიწების 50%, რაც მძიმედ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოსახლეობის 76% არ მიუღია ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ამავე კვლევის თანახმად, გამყოფ ხაზებთან არსებული სოფლების 90%-ში არ არის აფთიაქი, 85%-ში არ არის საირიგაციო წყალი, 76%-ში არ არსებობს სასმელი წყლის მომარაგების სისტემა, 70%-ში არ არის საბავშვო ბაღი.
ამ მწვავე ვითარების ფონზე, ხელისუფლება ვერ ხედავს გამყოფ ხაზებთან ვიზიტის საჭიროებასაც კი, რასაც არ მალავს მმართველი პარტიის ლიდერიც“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)