თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაცია ქვეყანაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის OSCE-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პრესტიჟული გლობალური ჯილდოს - Max van der Stoel 2022 წლის გამარჯვებული გახდა.
ეს პრიზი 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოა ადამიანის უფლებათა სფეროში, რომელსაც გადასცემენ ორგანიზაციებსა და პერსონებს, თავიანთ ქვეყნებში ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული შრომისა და მიღწევებისთვის.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)