en
ge

ფორუმი: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების“ საკითხებზე

ფორუმი: „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების“ საკითხებზე

27 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) გიწვევთ ფორუმზე „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება“.

ფორუმის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება. ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას. 

მონაწილეობით დემოკრატიის პრინციპების დანერგვა ადგილობრივი მმართველობის პროცესებში განსაკუთრებით აქტუალურია. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, ფართო გაგებით მოიაზრებს კონკრეტული პოლიტიკისა თუ სტრატეგიის შექმნის, რეგულაციების შემუშავების, სერვისების დანერგვა-გაუმჯობესების და ზოგადად, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესს. შესაბამისად, არსებული ინოვაციური მექანიზმებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მონაწილეობითი მიდგომების გაძლიერებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას, საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას. 

აღნიშნული ფორუმი ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული პირისთვის უკეთ გააცნობიეროს მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში, და ასევე თავად წარუდგინოს აუდიტორიას მონაწილეობითი პროცესის წარმატებული მაგალითები, მექანიზმები, რესურსები და ა.შ. 

მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/sKM2G9TMgDRXh9Ly5

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო, განახლებული თარიღია 19 სექტემბერი.

ფორუმი გაიმართება 27 სექტემბერს (განახლებული თარიღი), თბილისში, სასტუმრო "რუმსში", "Garden Hall" (მ. კოსტავას 14).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

ტელ: 555 94 50 66 

ელ–ფოსტა: n.mgvdeladze@civilin.org 

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ. ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)