შიდა ქართლი. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ადამიანის უფლებათა ცენტრს პოლიციამ წყლის იმ სათავე ნაგებობის დათვალიერების უფლება არ მისცა, რომელიც ადგილობრივების თქმით, დაბინძურებულია. არასამთავრობო სექტორი და მედია გამყოფ ხაზთან გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ხშირად ამახვილებს ყურადღებას.
ორგანიზაციამ ოფიციალური წერილით მიმართა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. HRC-მ უწყებებისგან მოითხოვა განმარტება, თუ რატომ იზღუდება პოლიციის მიერ გადაადგილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და არსებობს თუ არა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს.
წყარო: www.humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)