იმერეთი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
შეხვედრის მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერი პროგრამის განხილვა და მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში ასახვა.
საბჭოს წევრებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები.
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)