თბილისი. 22 სექტემბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგმა წარმოადგინა კვლევა: „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“. ის ეფუძნება სასამართლოს გუშაგის მიერ ჩატარებულ 30 სიღრმისეული ინტერვიუს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. ამასთან, ორგანიზაციამ გაანალიზდა კანონმდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა შექმნა პროგრესის ილუზია; ინსტიტუციური და პროცედურული გარანტიები ფასადად იქნა გამოყენებული, რამაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასურველი საკადრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)