თბილისი. გაეცანით პლატფორმას „იმშობლე“ და მიიღეთ სასარგებლო რჩევები ბავშვებთან არსებული გამოწვევების დასაძლევად და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად.
დღეს პორტალი პოზიტიური მშობლობისთვის ორ მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც 1 წლამდე ბავშვების მშობლებისთვის იქნება საინტერესო:
ყოველთვის ეცადეთ, ბავშვთან ურთიერთობის დროს, გაახმოვანოთ ნივთები და მოქმედებები: „ეს კოვზია, ახლა ჩვენ საჭმელს შევჭამთ“, „ეს დათუნიაა“. ეს ქმედება ბავშვს დაეხმარება ერთი მხრივ, ისწავლოს ნივთების დასახელებები და მეორე მხრივ, გაიაზროს მათი დანიშნულება. ამ ტიპის დიალოგები დაგეხმარებათ, მარტივად შეხვიდეთ ბავშვთან კომუნიკაციაში.
შექმენით რიტუალები: ძილის წინ, ჭამის დროს, დაბანის დროს, თამაშის რიტუალი და ეცადეთ მათ დაცვას.
კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)