იტალია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრმა ეკა გიგაურმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ონიანმა OGP-ის ევროპის რეგიონულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც 11-12 ოქტომბერს იტალიამ უმასპინძლა.
შეხვედრის თემატური ფოკუსი იყო კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება, ციფრული ინოვაცია და დემოკრატიული ჩართულობა.
ორგანიზაციის ცნობით, ევროპის რეგიონული შეხვედრის გარდა, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის/საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) საზოგადოების დიალოგში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული საერთო გამოწვევების განხილვას დაეთმო.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)