en
ge

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე პატიმრობაში დატოვა

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ორგანიზაციის შეფასებით, საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

„მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედია გარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)