რეგიონები. 25, 27 და 28 ოქტომბერს კამპანია „იმშობლე“ გორს, ოზურგეთსა და ქუთაისს ეწვია და მშობლებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრაზე „მშობლების დედაენის“ პრეზენტაციასთან ერთად, ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მშობლებს პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ უამბო და გაუზიარა, თუ როგორ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესი მშობლები, რა გზები არსებობს ბავშვებთან ჰარმონიული და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობის შესაქმნელად და როგორ შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)