თბილისი. 4 ნოემბერს, „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის“ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მონიტორინგის მექანიზმზე, მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრა განხორციელდა სამწლიანი პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CSRDG, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი „Young Pedagogues' Union“ ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)