გურია. 2 ნოემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში მოეწყო სოციოლოგიური კვლევის „მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ კვლევის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლები, ასევე, მოზარდები. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა კვლევის შედეგები, კერძოდ, რა ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვნებზე მშობლების შრომითი მიგრაცია.
პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა - უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, გერმანული ფონდის - Brot fu die Welt ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)