თბილისი. „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ვაკეში მოქმედი მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოითხოვს, უარი ვთქვათ ტრადიციულ ღირებულებებსა და მართლმადიდებლურ იდენტობაზე.
სინამდვილეში:
ევროკავშირი საქართველოსგან ტრადიციულ ღირებულებებზე და მართლმადიდებლურ იდენტობაზე უარის თქმას არ მოითხოვს. ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანაში (საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი) 40 მილიონამდე მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს.
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
წყარო: rights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)