იმერეთი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ თვეს გასაჯაროვდა სახელმწიფო კომისიის დასკვნის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მცხოვრები 106 ოჯახი, მანგანუმის მოპოვებით გამოწვეული მიწის ჩაქცევის გამო განსახლებას დაექვემდებარა. მიუხედავად ამისა, დასკვნის გამოქვეყნებას სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი ნაბიჯები რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ მოჰყოლია.
სოფელ ითხვისის მოსახლეობამ 4 ნოემბერს წერილობით მიმართა შესაბამის უწყებებს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის, უწყებათაშორისი კომისიისა და “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ითხოვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს პრიორიტეტულად განიხილონ მოსახლეობის მიმართვა ჭიათურაში შეხვედრის ორგანიზების შესახებ და მიიღონ შესაბამისი ზომები ითხვისელების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)