თბილისი. 22 ნოემბერს, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
USAID 5 წლიანი პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ემსახურება მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)