თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სარჩელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან დადგინა, რომ ხელმძღვანელის პირადი განწყობების საფუძველზე დასაქმებულის თვითნებური გადაყვანა ერთი ტერიტორიული ორგანოდან მეორეში უკანონოა.
დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)