en
ge

განათლების მიღებისთვის არასრულწლოვანს მოძალადე მამის თანხმობა აღარ დასჭირდება

განათლების მიღებისთვის არასრულწლოვანს მოძალადე მამის თანხმობა აღარ დასჭირდება

თბილისი. „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნით სასამართლომ დროებითი განკარგულება გამოსცა.

2022 წლის 25 ნოემბერს, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, სრულად დააკმაყოფილა „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნა და არასრულწლოვანს აღარ დასჭირდება მოძალადე მამის ნებართვა იმისათვის, რომ ისწავლოს სკოლაში, დედის და თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. „უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

„სიტყვებით ვერ აღვწერ იმ ემოციასა და ბედნიერებას, რაც პროცესზე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მქონდა. დიდი სიხარულია, მოძალადე მამასთან რომ არ მომიწევს ბავშვის განათლებასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება. ბედნიერი ვარ, რომ დღეიდან, ბავშვისთვის განათლების მიცემა დამოუკიდებლად შემიძლია“, - ყვება არასრულწლოვნის დედა.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)