თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ პარტნიორი: ცენტრალური, რეგიონული მედია საშუალებების და სოცმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს კამპანიის კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. დამსწრეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი როლი ამ პროცესში. კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში თანამშრომლობა და მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ძალისხმევით იმ გზების მოძიების პროცესს, რომლითაც კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა გახდება შესაძლებელი.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)