თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდმა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან პარტნიორობით ბავშვთა უფლებებზე მუსლიმი რელიგიური ლიდერებისათვის ორდღიანი სემინარი გამართა.
სემინარი ბავშვის უფლებების განვითარებას, კონვენციის პრინციპებს, ბავშვის უფლებათა კოდექსს, ვაქცინაციასა და ბავშვთა მიმართ ძალადობას შეეხებოდა.
გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ დენომინაციასთან თანამშრომლობას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)