თბილისი. წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება 1985 წლიდან, ყოველი წლის 5 დეკემბერს, მსოფლიო მოხალისეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
„საქართველოს წითელი ჯვარი ყველა მოხალისეს ულოცავს ამ დღეს და მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.
მოხალისეებს დიდი წვლილი მიუძღვით წითელი ჯვრის საქმიანობაში. მათი ნებაყოფლობითი, უპირობო, პირადი სარგებლის გარეშე ადამიანების დახმარება და ადვოკატირება გასაოცარ მასშტაბებს აღწევს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)