en
ge

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წერილი ნინო ლომჯარიას

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წერილი ნინო ლომჯარიას

თბილისი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მადლობას უხდიან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და აპარატის თანამშრომლებს.

„თანამდებობაზე ყოფნის დროს თქვენ პირნათლად ასრულებდით კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობას – ზედამხედველობდით საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას. ამ პასუხისმგებლობას თქვენ სათანადოდ ეკიდებოდით და იცავდით იმ ადამიანების უფლებებს, ვინც ყველაზე დაუცველია და ვისთვისაც სახალხო დამცველის ინსტიტუტი უკანასკნელი იმედი გახდა.

განსაკუთრებით ხაზი გვინდა გავუსვათ თქვენს შეუპოვრობას - თქვენს წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული და ორგანიზებული მრავალი კამპანიის მიუხედავად, რომელთა უკან ანტიქართული, ანტიდასავლური და პრორუსული ძალები იდგნენ, რომელთა მიზანი პირადად თქვენი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა უნივერსალობის პრინციპის დისკრედიტაცია და გაშავება იყო, თქვენ შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და შეუპოვრობა, და გააგრძელეთ ბრძოლა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

მადლობა თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობისთვის - თქვენს შემცვლელს სახალხო დამცველის საქმიანობის სამაგალითო და ძალიან მაღალი სტანდარტი დაუტოვეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)