ბელგია. 5-8 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგნელები ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. ევროპულ სტრუქტურებში შეხვედრები გაიმართა ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებებისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ.
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელობით, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციები, 2014 წლიდან მონიტორინგს უწევენ და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შედეგებს აცნობენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შესახებ.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ სფეროებზე, რაც ფუნდამენტურია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)