მცხეთა-მთიანეთი. მცხეთა - მთიანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, ქალაქ მცხეთაში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა გაიმართა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი, ესტონეთის ლტოლვილთა საბჭოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: დევნილი და ომით დაზარალებული ქალების საარსებო წყაროების მხარდაჭერა მეწარმეობის გზით საქართველოში.
პროექტის ფარგლებში ჯამში 90-მა ომით დაზარალებულმა ქალმა მიიღო სამეწარმეო გრანტი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)