en
ge

საია-ს თავმჯომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს

საია-ს თავმჯომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნონა ქურდოვანიძე, თავმჯდომარის მოადგილედ კი თამარ ონიანი აირჩია.

ნონა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან. სხვადასხვა დროს იკავებდა ადვოკატის, დევნილთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტების კოორდინატორის, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, წამების მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტის კოორდინატორის პოზიციებს.

ის 2009 წლიდან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატია და პირადად აქვს ნაწარმოები 100-ზე მეტ საადვოკატო საქმე საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. არის 10-ზე მეტი კვლევის ავტორი/თანაავტორი, რომელიც მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობას, არასათანადო მოპყრობას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას და სათანადო საცხოვრებლის უფლებას შეეხება.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)