თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ, თბილისის 41-ე საჯარო სკოლის 600-მდე უკრაინელ ბავშვს და მასწავლებელს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
პროექტი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით დაიწყო, რაც საქართველოში შემომსვლელი უკრაინელებისათვის საინფორმაციო ცენტრების მოწყობას გულისხმობს. ცენტრი უკრაინის მოქალაქეებს ინფორმაციას მიაწვდის სახელმწიფოში არსებული, მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე გაუწევს ფსიქო-სოციალურ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში პირველი მოხმარების ჰიგიენურ ნივთებს გადასცემს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)