თბილისი. 23 დეკემბერს, სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების კარიერის დაგეგმვის კონსულტანტებისთვის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის ინტერაქციული ტრენინგის მომზადებისა და ჩატარების შესახებ ცოდნის გადაცემასა და იმ შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც როგორც ტრენინგების, ასევე სასწავლო პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში, ზრდასრულთა სწავლების მიდგომების დანერგვასა და ინტერაქტიური მეთოდიკის გამოყენებას კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს გახდის.
ტრენინგი გაიმართა პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)