თბილისი. სოციალურ სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს შოთა კინწურაშვილის სტატიას: გუსტავო გუტიერესი და გათავისუფლების თეოლოგია.
„გუსტავო გუტიერესისათვის თეოლოგია ეს არის საუბარი ღმერთის შესახებ, იმ ყოვლისშემოქმედი და ყოვლისშემძლე არსების შესახებ, რომელთანაც მორწმუნეების აზრით, მჭიდროდაა დაკავშირებული თოთოეული ადამიანის სიცოცხლე და ყოველდღიური გამოწვევები. მისთვის თეოლოგია უცილობელ ბმაშია ისტორიულ და კულტურულ კონტექსტთან. ქრისტიანული რწმენისთვის, რომელშიც ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას ვეზიარებით, საერთოდ არ არის უცხო ამქვეყნიური სამყაროს ფერისცვალების სურვილი. პირიქით, ყოველ ისტორიულ ეპოქაში ღვთისა და მოყვასის წინაშე ქრისტიანების მხრიდან არსებობს უსასრულო ვალდებულება კაცთა შორის მშვიდობის, შერიგებისა და სამართლიანი საზოგადოების შენებისა. გუტიერესის აზრით, თეოლოგია არ არის ზეისტორიული ცოდნა, ან მხოლოდ მიღმიერის შესახებ ჭვრეტის მცდელობა, არამედ ის არის კრიტიკული ცოდნა გარე სამყაროსადმი და აგრეთვე თვით-კრიტიკის მცდელობა მშობლიურ საეკლესიო ერთობაში, რომლის საზომი ერთეული სულ მუდამ ღვთის გაცხადებული სიტყვა - წმინდა წერილია. თეოლოგია, როგორც კრიტიკული რეფლექსია ისტორიულ პროცესებზე შობს განმათავისუფლებელ თეოლოგიას, რომელიც კვლავ აღვიძებს ქრისტიანული გამოცხადების ისეთ დიად საკითხებს, როგორიცაა გამოხსნა, იმედი, სიყვარული, გათავისუფლება, თუ სამართლიანობა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)