თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს სალომე შუბლაძის სტატიას: ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა წიაღისეულის მოპოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„საქართველოში კერძო აქტორების საქმიანობაზე სუსტი სახელმწიფო ზედამხედველობა და საჯარო ინტერესის უგულებელყოფა ხშირად ადამიანის უფლებების დარღვევებში და გარემოსთვის მიყენებულ ზიანში ვლინდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამთო-მოპოვებითი საქმიანობაა. წიაღის სექტორში პრობლემურია როგორც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე უშუალო ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კომუნიკაციის და მონაწილეობის საკითხი, ისე, უკვე გაცემული ლიცენზიასა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სისუსტე“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)