en
ge

საია: სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელი დატოვა

საია: სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელი დატოვა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ მსჯავრდებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა (სსკ-ის 225 მუხლი, მე-2 ნაწილი). შედეგად, მსჯავრდებულ პირებს შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელი. 

საია-ს შეფასებით, ეს წარმოადგენს 2021 წლის 05 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს, რაშიც უპირველესი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას მიუძღვით, როგორც გამოძიების წარმართვასა და ბრალის წარდგენაზე უფლებამოსილ ორგანოებს.

სრულად...

წყარო: www.gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)