შიდა ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ინტერვიუების ციკლს კონფლიქტის რეგიონებში არსებული რეალობის შესასწავლად და ამ საკითხების ირგვლივ ინტერესის გასაძლიერებლად. ორგანიზაცია გიზიარებთ ინტერვიუს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილთან.
„ჩვენს საზოგადოებაში ცოდნა კონფლიქტის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტებზე ძალიან დაბალია. აქ მიმდინარე მოვლენები მეტწილად მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში და უფლებების მძიმე დარღვევის დროს თუ იქცევს საზოგადოების, პოლიტიკური ელიტის და მედიის ყურადღებას.
ახალგორი კონფლიქტის რეგიონებს შორის შეიძლება მოვნიშნოთ იმ განსაკუთრებულ ადგილად, სადაც, როგორც იქ დარჩენილი მოსახლეობა, ისე წამოსული დევნილები საკუთარ ცხოვრებას „ორ სახლად ცხოვრებას“ უწოდებენ. მათ აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგადაც რჩებათ გაურკვევლობის განცდა იმის შესახებ, რომელია მათი ნამდვილი სახლი − ახალგორი თუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2008 წლის შემდეგ შექმნილი მათი „დროებითი საცხოვრებელი“. ახალგორი განსაკუთრებულია კიდევ ერთი გარემოების გამოც, ამ რაიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებსა არასოდეს ჰქონიათ ეთნიკური დაძაბულობის და კონფლიქტის გამოცდილება და ისტორია, მაშინაც კი, როცა ეს დაძაბულობა თავის ისტორიულ პიკს აღწევდა ხოლმე, მათ შორის 90-იან წლებში და აგვისტოს ომის პერიოდში“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)