სამეგრელო. გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, მხარს უჭერს ქალაქ ფოთის მერიას, რათა ფოთი ბავშვზე მორგებული ქალაქი გახდეს.
2 თებერვალს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ქალაქ ფოთს ეწვია და გამართა შეხვედრები ქალაქის მერიის, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებთან, ბავშვებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილეს ბავშვთა უფლებები, ასევე ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმის შემდეგაც ფოთი შეძლებს გახდეს ბავშვზე მეტად მორგებული ქალაქი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)