თბილისი. ხელმომწერი ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ეხმიანებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას.
„მოვუწოდებთ სასამართლოს, გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.
ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)