გაიცანით STAR პროექტის პარტნიორი – პლატფორმა „სალამ“.
პლატფორმა „სალამ“ საქმიანობს საქართველოში (კერძოდ, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში) მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭიროებების მიმართულებით.
პლატფორმა „სალამ“-მა მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრები ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩაატარა ტრენინგი თემაზე „შენი აქტივობა მნიშვნელოვანია“.
აქტივობა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC მხარდაჭერით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: STAR პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)