ქვემო ქართლი. 10 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), დმანისის ახალგაზრდულ ცენტრში განათლების ხელმისწავდომობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განათლების ექსპერტმა რევაზ აფხაზავამ ისაუბრა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე, პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განათლების მნიშვნელობაზე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)