en
ge

დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტს: უარი თქვით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტს: უარი თქვით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

თბილისი. ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შესახებ წერილი მისწერა.

„გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.“

წერილის ქართული ვერსია...

წყარო: www.coe.int


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023