თბილისი. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უერთდება „მზის ფესტივალს", რომელიც „მზიურში" გაიმართება. „მზის ფესტივალის" იდეის ავტორი და ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი. აღნიშნული ღონისძიება წელს უკვე მერვედ ტარდება და განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებების პროგრამა: 12:00 ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნივთების და მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციების გამოფენა. 13:00 - ფესტივალის გახსნა (Neverland -ის თოჯინების მსვლელობა ჭავჭავაძეზე) 14:00 - Neverland -ის სპექტაკლი, „დაკარგული სხივი”, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. 16:30 – „ბასტი-ბუბუს" კონცერტი მთელი დღის განმავლობაში მზიურის ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობს მხიარული თოჯინა – „მზე" და სხვა ზღაპრის გმირები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში