en
ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეზიდი მოქალაქეების დღესასწაულს აღნიშნავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეზიდი მოქალაქეების დღესასწაულს აღნიშნავს

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 15-16 მარტს საქართველოს ეზიდი მოქალაქეები „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ.

დღესასწაული ეზიდი ხალხისათვის განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.

„კლოჩე ნამცხვარს ნიშნავს, ხოლო სარე სალი – წლის დასაწყისს. ამ დღესათან დაკავშირებით ეზიდთა ოჯახებში კლოჩს, ანუ საახალწლო ნამცხვარს აცხობენ, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული, დილით კი ნამცხვარი შვიდი წმინდანის და ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. თუკი ნამცხვრის დაჭრის შემდეგ მძივის ბურთულა წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, ეზიდებს სჯერათ, რომ ეს წმინდანი მთელი წელი მათი მფარველი იქნება, ხოლო თუ ბურთულა ოჯახის წევრის ნაჭერში იყო, ის მთელი წლის მანძილზე ოჯახის მეკვლედ ითვლება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოლიტიკის თანახმად, დამატებით დასვენების დღეებად გამოცხადდა ის რელიგიური თუ ეროვნული დღესასწაულებიც, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი თანამშრომლები აღნიშნავენ.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)