en
ge

მუსლიმი მესხების რეპატრაციის მოჩვენებითი პოლიტიკა საქართველოში

მუსლიმი მესხების რეპატრაციის მოჩვენებითი პოლიტიკა საქართველოში

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის დოკუმენტი მიმოიხილავს რეპატრირებული პირების უფლებრივ მდგომარეობას და იმ ძირეულ ხარვეზებს, რომელიც რეპატრიაციის კანონმდებლობასა და პროცესს ახლდა თან.

„1944 წლის შემდეგ, საქართველოდან გადასახლებულმა მესხებმა არაერთხელ, უშედეგოდ, სცადეს სამშობლოში დაბრუნება. დაბრკოლებებით სავსე დაბრუნების პროცესში, იმედისმომცემი გახდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის რატიფიცირება, რითაც საქართველო იღებდა კანონისმიერ ვალდებულებას, რომ მოკლე ვადაში უზრუნველყოფდა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის ღირსეულ რეპატრიაციასა და შემდგომ ინტეგრაციას. თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულების ფორმალურად შესრულებას ჰგავდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ რეალურად, სამშობლოში დაბრუნება დეპორტირებული მოსახლეობის კრიტიკულად მცირე რაოდენობამ მოახერხა. ხოლო, ჩამოსულ პირებს კი მათ მიმართ არაკეთილგანწყობილი ხელისუფლება, უამრავი ფორმალური ბარიერი და ეკონომიკური სირთულე დახვდათ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)