en
ge

პარტნიორობა ღია მმართველობისთვის – საქართველო

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახალ ვიდეო–რგოლს აქვეყნებს,  რომლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდს ინფორმაცია ინიციატივის – „ღია მმართველობის პარტნიორობა" – შესახებ. ღია მმართველობის ინიციატივა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელს უწყობს მთავრობების ღიაობასა და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა.
იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შექმნილია განყოფილება, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მთავრობას გაუგზავნონ საკუთარი იდეები მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად. 
ვიდეო-რგოლი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში" ფარგლებში. 
ვიდეო-რგოლი მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება" (G-PAC) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
ვიდეო–რგოლი 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)