ქვემო ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს კვლევით დოკუმენტს: პანდემიის ეფექტი: როცა სახელმწიფო მარნეულში შეხვდა მოქალაქეებს.
„შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპანდემიამ ქართულ რეალობაში არსებული მოუგვარებელი საკითხები, ხელახლა დააყენა დღის წესრიგში. პანდემიის პირობებში სახელმწიფოს აღქმა ეთნიკურ უმცირესობებში ცალსახად პრობლემურად წარმოჩინდა. თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ომის ეფექტის გამოყენებამ, სამხედრო ძალების ჩაყენებამ მარნეულის და ბოლნისის შესასვლელებთან, ხელი შეუწყო იქ მცხოვრები უმცირესობების მიმართ გაღიზიანების ზრდას.
ფაქტია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან კომუნიკაციის პირდაპირი არხები, შესაბამისად, შედარებით მარტივი გზა - კონტროლის დაწესება, ჩაკეტვა არჩია. თუმცა ჩაკეტვის პირობებშიც გამოჩნდა კომუნიკაციის აუცილებლობა მოსახლეობასთან. შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში განვითარებულმა პანდემიურმა რეალობამ სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოვლენა და სუსტი ინტეგრაციული პოლიტიკა წარმოაჩინა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)