en
ge

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ  ტენდერებს იგებს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს ინფორმაციით, მარტინ გაბრიელიანი, რომელსაც 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობა უკავია, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.

„მისმა კუთვნილმა შპს „მეგობრობა-5”-მა, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1,390,861 ლარზე გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს,  შეისწავლოს შპს „მეგობრობა-5”-ის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის“, ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ბლოგპოსტში.

სრულად...

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023