აჭარა. აჭარის ჰაბის - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭალას სოფლის სახლში. ადგილობრივებს შეხვდა კლუბ „სინერგიას“ წარმომადგენელი, მაია ჯაში.
სოფლის მაცხოვრებლებმა მიიღეს ინფორმაცია კლუბის პრინციპებსა და სერვისებზე: მოზარდებსა და ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციასა და მართვაზე, უფასო მომსახურების გაწევაზე...
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)