en
ge

ასოციაცია „გენეზისის“ კონკურსის შედეგები

თბილისი. ასოციაცია „გენეზისმა" გამოაცხადა სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულები. პირველი საპრიზო ჯილდო არცერთ სტატიას არ მიენიჭა, მეორე ადგილი და ფულადი ჯილდო მიენიჭა ჟურნალისტ მედაა გოგსაძეს (სტატია „ზრუნვიდან გამოსული ახალგაზრდა ცხოვრებასთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ"), მესამე ადგილი და ფულადი პრიზი გადაეცემა ნათია ლოხიშვილსა და გიორგი სიხარულიძეს (სტატია – „პრობლემები, რომლებსაც ახალგაზრდები სააღმზრდელო დაწესებულებების დატოვების შემდგომ აწყდებიან, გადაუჭრელი რჩება").
ასოციაცია გენეზისმა აღნიშნული კონკურსი პროექტის – „ეკონომიური დამოუკიდებლობის და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში მყოფი და ინსტიტუციონალური ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახალგაზრდების" – ფარგლებში გამართა.
კონკურსში გამარჯვებულებმა უნდა მიმართონ ასოციაცია „გენეზისს" შემდეგ მისამართზე: თბილისი, ზუგდიდის ქუჩა 3, ტელეფონი 2 911 922/ 2 348 951.   ელექტრონული მისამართი: sandro@genesis.ge, საკონტაქტო პირი სანდრო მათეშვილი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023