თბილისი. კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის იწყებს ახალ კამპანიას „ახლა“.
„ახლა, როდესაც საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და მიმდინარე წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, კამპანია მიზნად ისახავს, რომ დამატებითი სტიმული მისცეს საზოგადოების ძალისხმევას მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.
საქართველო იყო და არის ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის ნაწილი.
მაისის თვეში, ევროპის დღის მოახლოებასთან ერთად, კამპანიის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება. ახლა მოქმედების დროა! მოითხოვე რეფორმები დაპირებების ნაცვლად“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)