თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 11 წლის ბავშვის საქმეზე სამართალდარღვევა დაუდგინდა.
„როდესაც 11 წლის ანას (სახელი შეცვლილია) მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იგი სასამართლო გადაწყვეტილებით, მშობლისგან განცალკევდა და სახელმწიფო ზრუნვაში გადავიდა.
ანამ სააგენტოს წერილი მიწერა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა. ბავშვმა ინფორმაციის გაგზავნა მისი ადვოკატის მისამართზე მოითხოვა. ანას უფლებებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით სასამართლოში #PHR-ი იცავს.
სააგენტოდან მიღებული უარის შემდეგ, ანამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა და მის მიმართ მასალების გადაცემაზე უარის კანონიერების შემოწმება მოითხოვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, საქმის შესწავლის შემდეგ, ზრუნვის სააგენტო სამართალდამრღვევად ცნო.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და გასათავლისწინებელია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების თანხმად, როდესაც ბავშვს სურს ინფორმაცია მის შესახებ თავის ადვოკატებს გაეგზავნოს, საჯარო/კერძო უწყება ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის აზრი და მოთხოვნა განიხილოს ბავშვის სამართლის სუბიექტად აღიარების ჭრილში“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)