en
ge

ჯავახელი გლეხების მძიმე შრომა და ყოველდღიურობა

ჯავახელი გლეხების მძიმე შრომა და ყოველდღიურობა

სამცხე-ჯავახეთი. „მოსახლეობა ვიძირებით, სოფელში... ახალგაზრდობა აღარ დარჩა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რძის ჩაბარებაა და ამის წართმევაც უნდათ. მერძევეები ძვირადღირებულ მანქანებს იცვლიან, ჩვენ კი დავიხოცეთ ამ საქონელთან მუშაობით” - აცხადებს ადგილობრივი გლეხი სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ინტერვიუში.

ორგანიზაციის ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გლეხები ადგილობრივი ქარხნებისთვის რძის ჩაბარებაზე პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდნენ. მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ქარხნებმა რძის ფასს დაუწიეს და ჩაბარებას 1,80 ლარის ნაცვლად, 1.60 ლარად ითხოვდნენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ფასის დაწევა რძის ფხვნილზე გაზრდილმა იმპორტმა გამოიწვია - ქარხნები ძირითადად, ფხვნილზე მუშაობენ, რაც ნედლ რძესთან შედარებით, გაცილებით იაფი უჯდებათ. ეს კი შესაძლებლობას აძლევთ, გამოიყენონ საკუთარი უპირატესობა და ფასი თვითნებურად დაწიონ. გასაღების შეზღუდული ბაზარი და დაბალი ფასები, სოფლის მეურნეობის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამგვარი პოლიტიკა გლეხების შრომას ფასს უკარგავს.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)